“ვისაც ჩემი გაცნობა, ნახვა და მოსმენა სურს, გელოდებით”-ირმა ინაშვილი ზუგდიდში შეხვედრას გამართავს

0

10403648_1449887635310051_4652573009865185220_n“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერი აღნიშნავს, შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა.

“უმაგრესი შეხვედრები გვქონდა სვანეთში. კონკრეტულად, მესტიაში. ხალხი გვეფერება, სიყვარულს და თანადგომას გამოხატავს. მიხარია, რომ ჩვენი დიდი მოძრაობა სვანეთიდან დაიწყო… სვანეთის სიწმინდეებიც მოვინახულეთ მუზეუმსა და ტაძრებში. წირვას დავესწარით. 50- ზე მეტი ბავშვი ეზიარა… ულამაზესი კუთხეა. ღრუბლების სიმაღლეზე ვიყავი… დიდი ბედნიერებაა, როცა ჩვეულებრივი, ნაღდი ქართველები გიჭერენ მხარს… აი, ამ ქართველების დრო მოდის ჩვენს ქვეყანაში… რთული გზაა წინ… მაგრამ ეს ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”-წერს ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე და ამავე დროს დასძენს, რომ ის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.

11053486_768610093255566_3148744423674162170_nირმა ინაშვილი ხვალ, 23 მაისს ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში სამეგრელოს, კონკრეტულად კი ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

“ხვალ, 23 მაისს, 14:00 საათზე ვიქნები ზუგდიდში… არაფერ პომპეზურს არ ვგეგმავ… მინდა, ხალხს დაველაპარაკო, მოვუსმინო… მოვეფერო… ჩვენი გეგმები და ხედვა გავუზიარო. ჩვეულებრივი, ადამიანური, სამუშაო შეხვედრა იქნება. ვისაც ჩემი გაცნობა, ნახვა და მოსმენა სურს, გელოდებით”-აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის”გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

სხვა ახალი ამბები: