ვისი ბიზნესი შეეწირა კეზერაშვილის ინტერესებს?!

0

kezer„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე  აცხადებს, რომ მისი ბიზნესმენობის პერიოდში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინტერესს მისი საკმაოდ წარმატებული ბიზნესი შეეწირა. ჯავახიძის თქმით, იმისათვის, რომ ტერმინალი „ოპიზა” წაერთმიათ , დაახლოებით 12 ადამიანის ცრუ ჩვენებები გამოიყენეს. ერთ-ერთი ამ თორმეტთაგანი იყო ვაჟა ჟორჟოლიანი, რომელმაც პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ აღიარებითი ჩვენება დაწერა. ეს ჩვენება მან პატიმრობიდან თავის დაღწევის შემდეგ დაწერა და უცხოეთიდან გამოაგზავნა იმის გამო, რომ ჯავახიძეს საერთოდ არ იცნობდა. ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მას აძალებდნენ, უცნობი ადამიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება დაეწერა, რასაც შემდგომ ჯავახიძის პატიმრობა მოჰყვა.

მის ჩვენებას  უცვლელად გთავაზობთ:

ა ღ ი ა რ ე ბ ი თ ი ჩ ვ ე ნ ე ბ ა
მე ვაჟა შოთას ძე ჟორჟოლიანი დაბადებული 1961 წლის სექტემბერი.მცხოვრები ქ. წყალტუბო ლერმონტოვის ქ. N 13 განათლება უმაღლესი, სპეციალობით ქიმიკოს -ტექნოლოგი.ვსწავლობდი ქუთაისის პოლტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1983 წელს. მყავს მეუღლე და ორი შვილი, კიდევ მეუღლე ფეხმძიმედ (5 თვის) სოფიო მაღრაძე.
მეუღლე : ნინო გვენცაძე უმაღლესი განათლებით დროებით უმუშევარი. შვილი: შოთა ჟორჟოლიანი უმაღლესი განათლება. მუშაობს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. მამა: შოთა ჟორჟოლიანი გარდაიცვალა 1985 წელს. დედა: ციალა კვერნაძე- ჟორჟოლიანისა უმაღლესი განათლებით საქართველოს დამსახურებული პედაგოგი.ამჟამად პენსიონერი ცხოვრობს ქ. წყალტუბო ლერმონტოვის ქ. N13 ჩემი საკონტაქტო ტელეფონებია: 899777010, 899258842. ავღნიშნავ ამას, რომ, ჩემს მიერ გახსნილ შ. პ. ს. თბილკრედიტ კომპანიის დირექტორი მე შ. პ. ს. „ალიონი” დირექტორი მამუკა ბასილაია შ. პ.ს. „მსჰენებელ-დიზაინერ” დირექტორი აწ გარდაცვლილი კობა ზაქარიაძე, შ. პ. ს. „პირამიდა” დირექტორი მე „პირამიდა კომპანია” დირექტორი სოფიო მაღრაძე, შ. პ. ს. „მაიაკი” დირექტორი მაია მაღრაძე შ.პ.ს. „ტრაპეცია”დირექტორი დავით პაპიაშვილი, შ.პ.ს „გრანიტი” დირექტორი დავით პაპიაშვილი. ყველა ზემოთ აღნიშნულ ფირმებს ვხემძღვანელობდი და მუშაობას წავმართავდი მე ისე რომ ფირმის დირექტორები არ იყვნენ საქმის კურსში. თუ რატომ და რა ფორმით მოგახსენებთ ქვემოთ. მიმდინარე 2006 წლის თებერვალში კერძოდ: შ.პ.ს. „პირამიდა კომპანია”, შ.პ.ს. „მაიაკი”, შ.პ.ს. „ტრაპიცია” „შ.პ.ს. „ალიონი” საბუთების ამოღება მოხდა 8 თებერვალს გამომძიებელ თემურ სიჭინავას მიერ. შ.პ.ს. „პირამიდა”, შ.პ.ს „მშენებელ-დიზაინერი” საბუთების ამოღება მოხდა 10 თებერვალს. შ.პ.ს. „გრანიტი” საბუთების ამოღება მოხდა 13 თებერვალს. შ.პ.ს. „თბილკრედიტკაპიტალის” საბუთების ამოღება მოხდა 14 თებერვალს გამომძიებელი კახა ტუხაშვილის მიერ. თითოეული ფორმის საბუთების ამოღების შესახებ გადმოცემული მქონეთა ბრძანება ამოღების ჩასატარებლად13 იანვარი 2006წ. გამომძიებელ თემურ სიჭინავასთაბ წინასწარი საუბრის შემდეგ საბუთების ამოგებიდან გამოვთქვი მზადყოფნა საბუთების შემოწმების შემდეგ გამოძიებასთაბ თანამშრომლობის და ჩვენების მიცემა. მიმდინარე 2006 წლის 10 მაისს დამირეკეს ფინანსური პოლიციიდან გგამომძიებელმა ზურა ციხიშვილმა და უკვე11 მაისს გამოვცხადდი ფინანსურ პოლიციაში. მოხდა პირველადი დაკითვა და ხელნაწერების ნიმუშების აღება. 11 მაისს დაკითხვისას და საუბრისას გამომძიებელმა ზურა ციხიშვილმა მომცა რამოდენიმე ნორმალური როგორც ახსნა ასევე დარიგება.საქმიდან გამომდინარე, რომელიც იყო გათვალისწინებული. გამომძიებელ ზურა ციხიშვილს ქონდა კიდევ რამოდენიმე შეკითვა და სურდა ჩვენების ჩამორთმევა, მაგრამ ვინაიდან მე დიდი ხნით არ შემიძლია ჯდომა და პასუხების გაცემა ავადმუყოფობის გამო. ფეხის კოჭი მაქვს სერიოზული დაზიანებული და შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე რამოდენიმე დღეში შეძლებისდაგვარად მიმეხედა საქმისთვის2006 წლის 20მ გამოძახებისთანავე მივედი ფინანსური პოლიციის მეოთხე სართულზე გამომძიებელ ზურა ციხიშვილთან. ჩვენი შეხვედრის პირველსავე გასაუბრებიდან ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ აედან მე არავინ გამიშვებდა და უკვე ვიყავი დაპატიმრებული. ჩემი ფიქრები და ეჭვიც დამიდასტურა გამომძიებელმა ზურა ციხელაშვილმა და დაამატა, რომ მხოლოდ მე შემეძლო მიმეღო გადაწყვეტილება მის კითვაზე .
ზურა ციხიშვილი: თუ გინდა დღეს წახვიდე აქედან , აგერ ფურცელი, აგერ საწერი კალამი და მოგვეცი საგადასახადო თანამშრომლები თუ ვინებთან გქონდა კავშირები, თუ რატო ხსნიდი ყველა ფირმას დიდუბე- ჩუღურეთში და რომ არავითარი კავშირი გქონდა და ა. შ
პასუხი მე: 2004 წლის ბოლოდან და 2005 წელში მიტომ ვხსნიდი ფირმებს, რომ არაყზე გაიზარდა მოთხოვნა და პირიქით არ მინდოდა რათა დაინტერესებულიყო საგადასახადო ორგანოები თან კიდე ტენდერებისთვის ნასამართლობის ცნობას ჩემს სახელზე ვერ ვიღებდი.ზოგჯერ კიდე შემსყიდველებს მოვუტყვილებივარ და უკვე შეძენილ საქონელზე დამედო ვალები რის შემდეგაც ვერ ავიგე ანგარიშფაქტურები, რათა მომეწოდებინა საქონელი.
ზურა ციხიშვილი:ფორმები არ მაინტერესებს, მე გავალ ახლა შენ კი დაფიქრდი და დამიწერ საგადასახადოზე, თუ არაპერი დაწერე ვინ გიშველის. ყველას მოგიჯენ გვერდით და იფიქრე ფეხმძიმე ქალზე. 15-20 წთ-ის შემდეგ პასუხი მე: ვის და როგორ დავადო ხელი, როცა არავის ვუხდიდი და რომ არ გადამეხადა მიტოც ვხსნიდი ამ ფირმებს. თან კიდე 2004 წლიდან საგადასახადოს არ ქონდა უფლება არ მიეღო ანგარიშ-ფაქტურები და საერთოდ რისთვის შემოიღეს ანგარიშ-ფაქტურები საქონელს ყიდულობ ბაზრობაზე თი სხვაგან და საბუთს მაინც ვერ გაძლევენ. მითმეტეს წვრილ და რამოდენიმე დასახელების საქონელზე. თქვენ მაინც არაფერს დაიჯერებთ.
ზურა ციხიშვილი: ეს ანგარიშ-ფაქტურები შემოღებულია ჩვენთვის, რომ გამომძიებლებს გვქონოდა საქმე.იყიდე ტრიაპკა გაყიდე ცემენტი. შენ რაც შეგეხება თუ ჩვენებას არ მოგვცემ ვინც არ უნდა ჩაერიოს პირადად მივხედავ იმას, რომ მაქსიმუმი მოქცენ და იმ ფეხმძიმე ქალსაც პირველს მოგიჯენ გვერდით მერე ვნახოთ როგორ ალაპარაკდები თუ არადა შენ იცი.
შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები და საერთოდაც ავირჩიე დუმილის უფლება დროებით. სიტყვიერად რაც ვთქვი არის რომ მივყოლოდით ფირმების მუშაობას და რომელიც არ იქნებოდა სწორი, ასეთი რამოდენიმე და უშუალოდ უნდა ჩავიხედო საბუთებში მზად ვარ ვითანამშრომლო.
ზურა ციხიშვილი: საბაჟოს გარდა ყველა საბუთი და მუშაობა ტყუილია და რომც არ იყოს არც საბუთებია ბოლომდე წესრიგში. მე რაც მჭირდება ახლა ის უნდა მივიღო და თუ საჭირო იქნება შენი ადვოკატიც უნდა შევამოწმო, რადგან მეგობარია, რასაც მოყვა ოდნავი წაკამათება და მოვითხოვე დროზე გადაყვანა დროებით იზოლატორში თან ცუდად გავხდი ჩემი ჯამრთელობიდან გამომდინარე. საიდანაც გადაყვანილი ვიყავი იზოლატორში. 2006 წლის 21 მაისს დროებითი დაკავების იზოლატორში მოვიდნენ გამომძიებლები ზურა ციხიშვილი და გიორგი ჩემს ადვოკატთან ერთად, შეკითხვით ხომ არ შემიცვლია აზრი და ვაპირებ ჩვენების მიცემას თუნდაც ჯერ მარტო საგადასახადოს თანამშრომლებზე, რომელთანაც ნადვილად კავშირი არ მქონია. თან შემპირდნენ განთავისუფლებას ჩვენების შემთხვევაში. შეხვედრა უშედეგო იყო და 22 მაისს სასამართლომ მომისაჯა 2 თვიანი პატიმრობა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანით და2006 წლის 23 მაისს საპყრობილეში მოვიდნენ დილის საათებში გამომძიებლები ზურა ციხიშვილი და გიორგი….მითხრეს, რომ ჩემს ადვოკატს ლია ჩიხლაძს ქონდა გამოცდა და მოვიდოდა გვიან, ხოლო დათო რუსთავში იყო პროცესზე და ისიც დღის მეორე ნახევარში მოვიდოდა. მათ მოსვლამდე შეგვეძლო დაწყება თუ დავთანხმდებოდი ჩვენების მიცემაზე კონკრეტულად რა ჩვენებაზე ჩემთის უცნობი იყო. ზურა ციხიშვილი დამიჯდა პირისპირ, ხოლო გიორგი იჯდა ჩვენს უკან ხშირად აგზავნიდა გარეთ ხან დასარეკად ხანაც რაზე და მე დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ გამომძიებელ გიორგის ესმოდა თუ არა ჩვენი საუბარი.
ზურა ციხიშვილი: ვაჟა მე ახლა შემოგთავაზებ ყველაზე კარგ ვარიანტს. თქმით ყველა ვარიანტში მოგიწევს თქმა და თუ გინდა , რომ გადაარჩინო ყველა მათ შორის საგადასახადოს თანამშრომლებიც მოდი მივცეთ ჩვენება სერგო ჯავახიძეზე. ჩვენ ყველაფერი ვიცით და გამაგრებული რომ იყოს თედოსგან გქონდა ვითომ კავშირი მის ძმასთან. თედო ვიცით შენი ახლობელია. სერგო მაინც ზის, ორჯერ ერთიდაიგივეზე არ უსჯიან და გიწევდა ლობირებას „ჩერეზ” თედოთი. შენ არაფერს კარგავ მე კიდე ამისთის დამაწინაურებენ კიდეც. დათო კეზერაშვილი ისეთი მტკიცე და სიტყვის კაცია, როგორიც იშვიათია. ამაზეც არ წამოხვალ და მერე უკვე გადმოგიშლი ყველაფერს. რას გულიოსხმობდა ჯერ არ ვიცოდი.
პასუხი მე: პირველი ის რომ სერგოს საერთოდ არ ვიცნობ და არც მქონია რამე საქმე , მეორე კიდე თედო არის ისეთი უპატიოსნესი კაცი, რომელიც თვითონ არც ინტერესდებოდა და არც იცის ძმის საქმიანობები. თედო საერთოდ გამორიცხულია მეთქი და რაც შეეხება ლობირებას საიდან უნდა გაეწია მეთქი.
ზურა ციხიშვილი: თუ როგორ შეეძლო ლობირება მაგი ჩვენი საქმეა როგორ დავცერთ, ხოლო თედო გვჭირდება გასამაგრებლად. თუ არადა ჩემი… ასე და ისე დაიგინა თუ შენ ცოცხალი ნახო ბავშვი და ყველა არ ნახო ციხეში შენს გვერდით მომჯდარი….
პასუხი მე: თედოს მაინც რას ერჩით თუ სერგოზე ხართ გადამტერებულები იმ კაცზე საერთოდ არაფერი შემიძლია ვთქვა თუ ოჯახის განადგურება გაქვთ გადაწყვეტილი, ჩემგან რა გინდათ არვიცი.
ამის შემდეგ გავიდა დასარეკად, არვიცი ვისთან რათა შეეთანხმებინა, რომ თედოზე (სერგოს ძმაზე) არაფერი არ დაიცერებოდა- ეს შეუძლია დაამტკიცოს გამომძიებელმა გირგიმ. რამოდენიმე წუთის შემდეგ გარედან შემოსულმა გამომძიებელმა ზურა ციხიშვილმა მომმართა: კარგი თედო არ გვინდა, რაც შეეხება სერგოს ლობირებას უნდა დავწეროთ. მისი საქმე მაინც წასულია მისი გამოსვლის 1% შანსიც არ არსებობს ვინც არ უნდა ჩაერიოს საქმეში. შენ კიდე და პლუს შენი ფეხმძიმე ქალბატონი უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით, სანამ მე არ დამაწინაურებენ. ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ამათთ არ აინტერესებდათ არაფერი გარდა სერგოსი და მეც მეცემოდა შანსი ბრმად გამომეყენებინა მათი განცხრომა და სიბრაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც მისამართი, არც ტელეფონი საერთოდ არ ვიცოდი არ ვიცნობდი. მითუმეტეს ჩვენებას ჩემგან არ ითხოვდნენ და თითონ თხზავდნენ ყველაფერს. ეს იყო შანსი დროებით გარეთ გამოსვლისა და გაგებინება საზოგადოებისთვის რათა დამეცვა ჩემი თავი და ფეხმძიმე ქალი.
ასევე სხვები: ცუდია, როცა არ იცი არაფერი კაცზე და გეუბნებიან ასე თქვიო. მაინც შეგეშლება, როგორც 25 მაისს მოხდა და სხვაა როცა იცი. 23 მაისს მოხდა შინაარსობრივი დაწერა ლობირებისა საღამოს, როცა ადვოკატები მოვიდნენ ჩემი სიტყვით მოაწერეს ხელი ისე , რომ არც წავაკითხე, ამის შემდეგ 24 მაისს 2006 წლის დილით გამომიყვანეს გამომძიებელთან. მოსულები იყვნენ ზურა ციხიშვილი და გიორგი. მეუბნებიან , რომ გუშინ თავზე გადაგვახიეს ის ჩვენება და ახლა თან გვახლავს მოადგილე ბატონი ნუგზარი, რომელსაც არ უშვებენ და გიორგის თხოვა ზურა ციხიშვილმა დაეწერა განცხადება რათა შემოეშვათ ნუგზარი.ადვოკატები მოსულები არ იყვნენ, როდესაც გიორგი გავიდა რათა მოეგვარებინა ნუგზარის შემოყვანის საკითხი მე და ზურა ციხიშვილი დავრჩით მარტონი. მან მომმართა
ზურა ციხიშვილი: აგერ მიდევს დაპატიმრების ორდერი და მაჩვენა რაგაც ქაღალდი სოფიო მაღრაძის და ზორბეგ ნოზაძის.ბევრი მემტერება ანგარიშფაქტურებით დაგწვავენო, მაგრამ ჯერ კი მხედავ: ჩემზე დიდი მტერი და გამამწარებელი შენ არ გყავს. ისინი რომ შემოვლენ მე დავწერ ჩემი ხელით როგორც საჭიროა და შენ მარტო მოაწერ ხელს. თან გახვალ გარეთ სვაბოდაზე, მაგრამ მერეც, რომ შეცვალო ჩათვალე ჭირი გაორმაგებულია. პლუს თუ ყველაფერი კარგად იქნება ჯამრთელობითაც გამოგაკეთებ. ყველას ერთად შემოსვლის შემდეგ დაიწყო წერა ზურა ციხიშვილმა და ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ იმდენად ხუმრობდნენ ზოგიერთ ადგილზე ერთმანეთს ეუბნებოდნენ, უფრო დამაჯერებელი გავხადოთო, რადგან თითქოს მთელი 2 ცელი სერგო ჯავახიძს ვაძლევდი 2%, ეს მასწავლა აწ გარდაცვლილმა კობა ზაქარიაძემ. რამოდენიმეჯერ იყო მსჯელობა რათა დამაჯერებლობისთვის რაღაც შეეცვალათ ან დაემატებინათ, მაგრამ ბოლო პასუხი იყო: სწრაფად უნდა დავამთავროთ რათა მოვასწროთო და ამიტომ ესეც კმარა. დეტალებზე მერეც შგვიძლია ვისაყბროთო. ნიშანდობლივია, რომ ერთ მომენტში აუცილებელი იყო მისამართების და ტელეფონების ჩაწერა, რომლებიც მე რა თქმაუნდა არც ვიცოდი და არც განაგონი მქონდა. გამომძიებელმა ზურა ციხიშვილმა გადაქექა თავისი მოტანილი საბუთები და ფურცლები.რასაც ეძებდა ვერ იპოვა და გამწარებულმა წარმოთვა. ფუ რამ დამატოვებინა, როგორ დამრჩა ოთახში ტელეფონები და მისამართებიო. ან ჩავამატებ მერე ან ანერვიულებულია ბიჭი და არ ახსოვსო.ამის შესახებ მოუვიდათ დავა ერთმანეთში თუ ვინ დაიჯერებს ორი წელი თანამშრომლობდნენ და არც ტელეფონი ახსოვს ერთი მაინც და არც მისამართიო. მერე როგორ ჩაწერს არვიცი. ჩქარობდნენ რათა მალე დაემთავრებინათ და მიეტანათ ადგილზე. მეც შემპირდნენ მეორე დღეს გამოშვებას და25 მაისს 2006 წელს საღამოს ვიქენი გამოშვებული კიდეც, მაგრამ თუ რის და ვის უბედურების ხარჯზე , რათა გაემწარებინათ პიროვნება რომელთანაც მე შეხება საერთოდ არ მქონია. კერძოდ სერგო ჯავახიძე ისიც კი არ ვიცი როდის სად მუშაობდა და ესეც გამორჩათ მხედველობიდან ზურა ციხიშვილს როცა წერდა თავისი ხელით ჩვენებას. მე ვაჟა შოთას ძე ჟორჟოლიანმა ვისარგებლე თუ შეიძლება ასე ითქვას მომენტით და მინდა დავარღვიოთ დუმილის უფლება და მივცე ჩვენება კომპეტეტურ ორგანოებს. რათა მესმის , რომ მათ წინაშე უფრო დავამძიმებ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ იმედს ვიტოვებ ობიექტურობის.
ა ღ ი ა რ ე ბ ი თ ი ჩ ვ ე ნ ე ბ ა
თავდაპირველად მქონდა ფირმა შ.პ.ს. „თბილკრედიტკაპიტალი” და „ დიზაინი-21″ რომლებიც რეგისტრირებული იყო ჩემს სახელზე და დირექტორიც ვიყავიმე ვაჟა ჟორჟოლიანი. ვაწარმოებდი სხვადასხვა სახის სამუშაოებს. მივიღე რკინიგზაში , ტენდერებში მონაწილეობა, სადაც რამოდენიმეში დავმარცხდი ორში კი გავიმარჟვე. შემდეგ დავუკავშირდი და გავიცანი ადრე რისთავიდან წასული აზერბაიჯანელები ალიკა და მურადი ასე ვიცნობდი და ვეძახდი, რომლებიც ცხოვრობდნენ ბაქოში. მოლაპარაკების შედაგად მათ სურდათ არაყი ჩამეტანა მარნეულში და ჩატვირთულიყო ავტობუსში, რის შედეგადაც თვითონ იყვნენ პასუხისმგებლები, ასევე დუბაიდან ჩამომტანები. ალიკამ და მურადიმ, რომლებსაც როგორც დუბაის ასევე აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ ტანსაცმელი. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა საქონლის მიწოდებას ყველა ერიდება საბუთის გამოწერას რადგან „სვერხუ” ნაღდები რაც აქვს გადახდილი ის არსად ატ აისახება. ამიტომ რადგანაც მე მიგროვდებოდა არყის შეძენით აქტივები და მითუმეტეს, რომ ძირითად ორგანიზაციებთან ნამდვილად ვაწარმოებდი საქონლის მიწოდებას. არის გამონაკლისი , როლის ტხოვნითაც გამიწერია საქონელი. დაზუსტება შემიძლია საბუთების ნახვის შემთხვევაშო. ერთ- ერთი საქონელი უკვე აღებული მქონდა რათა მიმეწოდებინა ორგანიზაციებისთვის რის შედეგადაც დამედო ვალი საგადასახადოში ამ ფორმებზე. ამავე დროს გამოცხადებული იყო ტენდერი სხვა ორგანიზაციაში სადაც სატენდერო საბუთებისთვის საჭირო იყო ნასამართლეობის ცნობის აღება. მე როგორც ადრე ნასამართლევი, არ მომცეს ცნობა ამიტომ იძულებული გავხდი მომენახა პიროვნება, რომლის სახელზეც შესაძლებელი იქნებოდა ფირმის გახსნა. პირველი ასეთი იყო მამუკა ბასილაძე შ.პ.ს „ალიონის”, რომელსაც ავუხსენი, რომ მარტო მჭირდებოდა მის სახელზე ფირმის გახსნა და ცნობების შეგროვება. სხვა მის უფლებებში და ინტერესებში არ შედიოდა. დანარჩენ საქმიანობაზე მე ვიყავი პასუხისმგებელი ყველასთან და ყველაფერზე. ხელწერილიც კი დავუწერე, რაშიც თვეში ვუხდიდი 300ლარს. ორგანიზაციებთან მუშაობაში ჩემს პარტნიორს წარმოადგენდა კობა ზაქარიაძე, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა. ჯერ კიდევ 1997 წლიდან. გავიცანი სანკტპეტერბურგში. შემდეგ გამოცხადდა ტენდერი რკინიგზაში, რომლისთისაც მჭირდებოდა კიდევ ახალი ფირმა და გამახსენდა რომ იყო ადრე დაფუძვნებული შ.პ.ს „პრიმა და კომპანია”, რომელსაც არ ქონდა ჩატარებული არცერთი ოპერაცია ამიტომ შეთანხმებით გადავაფორმე სოფიო მაღრაძეზე. მოვიგე ორი ტენდერი 3 წავაგე და უკრაინიდან შემოვიტანე კაბელები. ამასთანავე ვემსახურებოდი სხვადასხვა ორგანიზაციებს. სამუშაოს გაზრდასთან ერთად მითუმეტეს, რომ გომის არყის საქმე მიდიოდა კარგად. ალიკას და მურადის საბუთების აღება ელიავადან თუ სხვა ბაზრობიდან და ორგანიზაციებიდან ჭირდა გმოვიყენე ეს აქტივები. ამისთვის რათა არ მიმექცია საგადასახადოს ყურადღება არყის შესყიდვის თაობაზე დავაფუძნე სხვადასხვა ფორმა. კერძოდ შ.პ.ს. „პირამიდა” მანანა ბოგვავას სახელზე, რომასაც იგივე პირობებით, რომ არ ჩაერეოდა საქმეებში დ სამუშაოებს ვაწარმოებდი მე, რომლის პასუხისმგებელიც ვიქნებოდი თავიდან ბოლომდე, ხელწერილიც დავუცერე, შემდეგ ფირმა გადმოვაფორმე ჩემს სახელზე.შემდეგ დავაფუძვნე შ.პ.ს. „ტრაპეცია” შ.პ.ს. „გრანიტი” დირექტორი დავით პაპიაშვილი, პირობები ოყო იგივე რაც სხვებთან და შ.პ.ს. „ მაიაკი” დირექტორი მაია მაღრაძე. თავიდან საბუთების წარმოებას, შევსებას, ჩაბარებას და ა.შ. ვაწარმოებდი პირადად მე. 2005 წლის 2 ივნისს მოვხვდი ავარიაში სადაც სერიოზულად დავიზიანე მარჯვენა ფეხის კოჭის სახსარი. ამის შემდეგ იძულებული გავხდი დახმარებისთვის მიმემართა ჩემი მეზობლისთვის ზორბეგ ნიზაძისთვის, რომელიც ჩემი მითითებით და ჩემს მიერ დაწერილს ახდენდა გადაწერას, ასევე გადაწერით ვიხმარდი ჩემს მეუღლეს სოფიო მაღრაძეს. მე არ ვუარყოფ, რომდარღვევები არის და საკმაოდ ჩემს საქმიანობაში, რისთისაც მზად ვარ ვაგო პასუხი ყველა ჩემს იმ ქმედებაზე, რომელიც ჩემს მიერ არის ჩადენილი და არა იმაზე რაც არ გამიკეთებია და საერთოდავ არამარტო შეხება, ნაცნობობაც კი არ მქონია მაგალითისთვის სერგო ჯავახიძე.
ასევე განვმარტავ და თქვენივე დaკითხვითაც შეგიძლიათ გამოერკვიოთ, რომ ჩემს საქმიანობასთან არავის შეხება არ ქონია გარდა აწ გნსვენებულს კობა ზაქარიაძის. იქაც „მშენებელ-დიზაინერი” მყავს მხედველობაში იძულებული გავხდი დავმდგარიყავი დირექტორის მოადგილე, რადგან საქონელი გვქონდა უკვე შეძენილი და აუცილებლობას წარმოადგენდა მიგვეწოდებინა.კობა საავადმუყოფოში იწვა. არაყიც ვერ მივაწოდეთ.იმედს ვიტოვებ, როგორც ძიება ასევე დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იქნება ობიექტური. მე კარგად მესმის ჩემი ქმედების, რითაც გავაღიზიანებ ალბათ ბევრს , მაგრამ იმაზე დიდი ცოდვა ადამიანისთვის არაფერია თუ არა უცნობი პირის უბედურებაზე თავისი ბედნიერების აწყობა. ეს ბედნიერება არასოდეს იქნება და შერაცხული იქნება როგორც ხალხიდან ასევე ღმერთიდან.

ღმერთი იყოს ყველას მფარველი. 28.05.06წ

სხვა ახალი ამბები: