ვის აქვს შანსი გახდეს საჯარო მოხელე? – ზუგდიდის გამგეობამ და საკრებულომ კონკურსი გამოაცხადა (ვიდეორეპორტაჟი)

0

gamgeoba-636x395ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ სხვადასხვა ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის წესების ნახვა და აპლიკაციების შევსება ინტერნეტის საშუალებით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

თვითმმართველი ორგანოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება 18 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე დროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ლაშა გოგია აცხადებს, რომ კონკურსის მიზანია შეარჩიოს პროფესიონალი კადრები. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსანტები ტესტირების შემდეგ გასაუბრებასაც გაივლიან.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ზუგდიდის გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით სპეციალურ რეპორტაჟს გთავაზობთ.

სხვა ახალი ამბები: