“ვის ეკუთვნის საძოვრები?!”- საპროტესტო ქცია აბაშის რაიონის სოფელ ზანათში

0

post-69-1182536304აბაშის რაიონის სოფელ ზანათის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები იმ საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ აბაშის მკვიდრმა და ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენმა სოსო ბოკუჩავამ მიისაკუთრა. ზანათელების განცხადებით მათ ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალჯერ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია.iაქციის მონაწილები ამბობენ, რომ ბოკუჩავამ 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკანონოდ შეიძინა და კიდევ აპირება იმ საძოვრების შეძენას, რომელიც სოფელშია დარჩენილი.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge იმ პიროვნებას დაუკავშირდა, ვისაც ზანათელები საძოვრების უკანონოდ შესყიდვაში ადანაშაულებენ. სოსო ბოკუჩავას განცხადებიტ მან მიწები ყველანაირი კანონის დაცვით შეიძინა. “ჩემთვის ეს მიწები არც პრეზიდენტს და არც სამეგრელოს გუბერნატორს სიმბოლურ ფასად არ მოუყიდიათ.მე შევედი ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი ამ მიწებთან დაკავშირებით და შევიძინე კანონიერად”-აცხადებს ბოკუჩავა და აქვე დასძენს, რომ მას კარგად ახსოვს ისიც, რომ აღნიშნული მიწები კომუნისტების დროს იყო სავარგულებად გამოყენებული და შემდგომ ეს საძოვრებად თავად მოსახლეობამ გადააქცია. მან შეიძინა კანონიერი გზით 70 ჰექტარი, რომლის დამუშავებასაც გაისად აპირებს. სოსობოკუჩავას განცხადებით, მან  მიწები ზანათში 2009 წელს შეიძინა ამაში ის ყოველწლიურად 2000 ლარს იხდის.

ბათუმში მცხოვრები აბაშელი ფერმერი თვლის, რომ სოფლის მოსახლეობის მოსახლეობის უკან სერიოზული ფიგურები დგანან, რომელთა მიზანიც არის საგაზაფხულო სამუშაოების ჩაშლა, რასაც ის პირადად არ დაუშვებს. ზანათელები კი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფართომაშტაბიანი აქციების მოწყობით იმუქრებიან.

სხვა ახალი ამბები: