ვის უნდა 30.000? – საკრებულო სოციალური პროექტების დაფინანსებაზე მსჯელობს (სპეციალური რეპორტაჟი)

0

021ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსების პროცედურები და კრიტერიუმები დაამტკიცა.  დებულების თანახმად, არასამთავრობოების მიერ წარდგენილ პროექტებს 7-9 წევრიანი  სპეციალური კომისია განიხილავს.

კომისიის შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარე  განსაზღვრავს და ის საზოგადოებრივი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.  მათი ვინაობა ჯერ უცნობია.  ასევე, უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, ეს უკანასკნელი დებულებაში არ არის აღნიშნული.  თუმცა, როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა კომისიას, სავარუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: