ვიტალი კლიჩკო: “სააკაშვილმა სამსახური თავად შემოგვთავაზა”

0

klichkoooსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ.
Russia Today-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია “უდარის” ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
“საქართველო ჩვენთვის მაგალითია. მე ამ თემაზე ბევრთან მისაუბრია. ვესაუბრე სააკაშვილს – მან შემოგვთავაზა თავისი სამსახური, ასევე ველაპარაკე ბენდუქიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანი აღმოგვიჩენს დახმარებას, თუ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა კლიჩკომ.
ამასთან, თავად პეტრე პოროშენკომ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსთან ტრადიციულად კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებს და მის მრჩეველთა გუნდში საქართველოს მოქალაქეც იქნება, თუმცა კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს, პასუხისგან თავი შეიკავა.

“ინტერპრესნიუსი”

სხვა ახალი ამბები: