ვლადიმერ პუტინი ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა

0

putinრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას ეწვია და ქალაქ ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, პუტინმა და ანქვაბმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვლადიმერ პუტინი დღეს სოხუმში ჩავა და დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად მშენებარე ობიექტებს დაათვალიერებს. საღამოსთვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღება გაიმართება. საღამოს ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს დატოვებს.

სხვა ახალი ამბები: