ვლადისლავ სურკოვი: “აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს”

0

surkovi_xajimbaრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ სურკოვმა სოხუმში განაცხადა, სადაც ის აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენს შორის საზღვარი არ უნდა იყოს, ამას ჩვენი ახალი შეთანხმებაც ითვალისწინებს“, – აღნიშნა სურკოვმა.

ამასთან, ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ რუსეთი თავის დაპირებებს შეასრულებს და აფხაზეთს დაეხმარება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დღეს ,,რთული ვითარებაა“, მიმდინარეობს საბიუჯეტო რესურსების შემცირება, რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა აფხაზეთს დაფინანსება არ შეუმციროს.

სხვა ახალი ამბები: