ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

0

gorozia_zazaსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შესაძლოა მალე სისხლის სამართლის საქმე  სხვისი მიწების უკანონოდ მიტაცების მუხლით აღიძრას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ანაკლიის მკვიდრის გურამ თირქიას უფლებების დამცველი ადვოკატი ირმა ჭკადუა ესაუბრა. ჭკადუას განმარტებით საქმე ეხება 1986 წელს გურამ თირქიასა და მისი ნათესავის, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის ანზორ კიკალიშვილის მიერ ანაკლიაში შესყიდულ 26 ჰექტარ მიწის ნაკვეთს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობის პერიოდში კი ზაზა გოროზიამ ბიზნესმენსა და მის ნათესავს მიწების საკუთრების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარი მიწების წართმევით ემუქრებოდა. ირმა ჭკადუას განცხადებით საქმეში ჩართული იყო საოლქო პროკურორი როლანდ ახალაიაც და გამომძიებელი გია ბერიშვილი. დაზარალებული თირქია დაკითხულია და მისი დაკითხვა ათ გვერდს შეიცავს. ადვოკატის განცხადებით საქმის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო.

საქმესთან დაკავშირებით ჯერ არ დაკითხულა თავად ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. გამორიცხული არ არის საქმის ირგვლივ ყოფილი პროკურორი და გამომძიებელიც დაიკითხონ.

სხვა ახალი ამბები: