ზაფხულში ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

0

10505366_778132312232423_6151629033627800058_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით საკურორტო სეზონი ანაკლიაში სხვადასხვა ფესტივალების თანხლებით გაიხსნება. გუბერნატორი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს.

“ჩვენ ახლა ვითვლით მენეჯმენტს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის შესახებ რამოდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიდის შეჯერება, რა პირობით ჩამოვლენ. იმედი მაქვს, სადღაც ივნის-ივლისის თვეში ერთ-ერთ გრანდიოზულ ფესტივალს ჩავატარებთ. ყველა ერთად გაიგებთ ვინ იქნება ეს და რა ფესტივალი ჩატარდება წელს ანაკლიაში. ეს იქნება სიურპრიზი”-აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორი”

სხვა ახალი ამბები: