ზაქარეიშვილი აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წრთვნებს სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს

0

paataრეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, აფხაზეთში რუსული სამხედრო წვრთნები საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია მკაფიო და ცალსახაა – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპანტი ძალები იქ წვრთნებს ატარებენ.

„ასეთი წვრთნები პირველად არ ტარდება და ვიდრე დეოკუპაცია არ მოხდება, ასე იქნება. რაც შეეხება ბოლო პერიოდის წვრთნებს, აშკარაა, რომ ეს წინასაოლიმპიადო წვრთნებია და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ არის. ამ წვრთნების თაობაზე არც თურქეთი და არც შავი ზღვის მეზობელი სახელმწიფოები არ გააფრთხილეს. წვრთნების მიზანია, სოჭის ოლიმპიადა უფრო უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს”, –– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: