ზაქარეიშვილი გალის ბაღებიდან ქართული დაბადების მოწმობის მქონე ბავშვების დათხოვნას ადასტურებს

0

zaqareishviliრეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალის საბავშვო ბაღებიდან ქართული დაბადების მოწმობის მქონე ბავშვების დათხოვნის ფაქტს ადასტურებს.

მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე სათანადო კითხვის პასუხად განუცხადა.

„სამწუხაროდ, ასეთ ფაქტს ვადასტურებ. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გამოარჩიოს ის ბავშვები, რომლებსაც ქართული დაბადების მოწმობების აქვთ. ეს არის ეთნიკური წმენდის გაგრძელება და ამ ყველაფერს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება ექნება“, -აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: