ზაქარეიშვილი ,,მაკდონალდსის“ გვერდზე აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გაუგებრობას უწოდებს

0

zaqareishviliშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “მაკდონალდსის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც კომპანია აფხაზეთში შესვლის სურვილს გამოთქვამს, გაუგებრობას უწოდებს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს თემა უკვე ამოწურულია.
ზაქარეიშვილის განცხადებით, არის სფეროები, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია დღემდე, მათ შორის მსხვილი კომპანიების და ბიზნესების მიერ.

“როდესაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მაშინაც შეიძლება არ აშენდეს, ვიდრე ჭყონია არ გასცემს განკარგულებას, იმდენად დაცულია ბიზნეს ინტერესები. დარწმუნებული ვარ, იქ მოხდა გარკვეული გაუგებრობა და როგორც მე ვიცი, გამოსწორებულია. როგორც მე ვიცი, იქ საუბარი არ იყო ბიზნესის წარმოებაზე, ლაპარაკი იყო ბიზნესის წარმოების დაწყების შესაძლებობაზე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.