ზაქარია ქუცნაშვილმა ზუგდიდის მოსახლეობას “ქართული ოცნების” 11 თვიანი ანგარიში წარუდგინა

0

qucnashviliფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ზაქარია ქუცნაშვილი დღეს, 17 ოქტომბერს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში მოსახლეობას შეხვდა.
ქუცნაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში განხორცილებული ცვლილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მათ ხალხისთვის გაკეთბულ საქმეებზე კლიპების გადაღებას უკრძალავს, ამიტომ ის ახლი ხელისუფლების “მონაპოვარზე” ხალხთან პირისპირ საუბარს არჩევს.
„ქართული ოცნების“ მონაპოვარზე საუბარი ქუცნაშვილმა სასამართლო რეფორმით დაიწყო და აღნიშნა, რომ მათ სასამართლოს დაკეტილი კარები გააღეს და, რომ საჯარო სამსახურებში კონკურსის გავლის გარეშე ვერავინ დაინიშნება.
მან ასევე ყურადღება გაამხვილა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში განხორცილებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ახალი ხესუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე გეგმიური ოპერაციისა და ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის სეროზული შეღავათების დაწესება.
ქართული ოცნების თერთმეთ თვიანი მმართველობის პერიოდს უკავშირდება ქუცნაშვილისთ თქმით უფასო მშობიარობა და ახალშობილზე ერთჯერადი სასაჩუქრე თანხა ,რომლის ოდენობაც 600 დან 1000 ლარამდე გაიზრდება.
მან ასევე ისაუბრა საგადასახადო და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე. ქუცნაშვილმა მოუბოდიშა მოსახლეობის იმ ნაწილს ვისაც არ მიუღია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები და მათ დაჰპირდა, რომ პროგრამა 3 წელიწადს გაგრძელდება და შემდეგ წლებში ისინი აუცილებლად შესძლებენ ამ დახმარების მიღებას.
საუბარი შეეხო ასევე განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ქუცნაშვილის თქმით საპრეზიდენტო კანდიდატ, გიორგი მარგველაშვილის სახელს უკავშირდება.
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ფრაქციის ხელმძღვანელი შუქის ტარიფის შემცირების თემას შეეხო და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მათ პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, როცა ამბობენ რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი არ დაწეულა.
„2003 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ქვეყნის სათავეში ელეტრქოენერგიის ტარიფი 9,1 თეთრს წარმოადგენდა, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება ეს თანხა 16,4-მდე იყო გაზრდილი, ახლა კი 9,4 თეთრს შეადგენს“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები და ფრაქციის ადგილობრივი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, აქვე ცნობილი გახდა, რომ 2013 წელის ზამთრის პერიოდში დევნილების ყველა კომპაქტური ჩასახლება შეშას ან 200 ლარიან ფულად დახმარებას მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: