ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაცია მოხდა

0

kolbaia1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა დადგენილება ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ.

დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, 2013 წლის 11 ნოემბრამდე უქმდება ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უნდა უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.

დებულების თანახმად 11 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ცხადდება,,აფხაზეთის მთავრობაში ,,ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილება.

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა უნდა უზრუნველყოს.

დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

სხვა ახალი ამბები: