ზემო ეშერაში აფხაზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და დაცვის უფროსი დაიღუპა

0

Fireდღეს დაახლოებით 18.00 საათზე სოხუმი-ფსოუს ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზემო ეშერასთან Audi-ს მარკის მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნული ავტომანქანით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ილარიონ არგუნი და ამავე ბანკის უშაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ჯეირან კირვან-ოღლი მგზავრობდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად ორივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და დაცვის უფროსს ხანძრის გაჩენისას კარები ჩაეკეტათ და ისინი კვამლით გაიგუდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

 

სხვა ახალი ამბები: