ზესტაფონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსინათლოთა საზოგადოებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

0

11148083_1088215137872100_487698666_oადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის წევრებს და საჩუქრად სპეციალური სამედიცინო ხელსაწყო ( 30 წნევის აპარატი) მიუტანეს. აპარატი აღჭურვილია ხმოვანი საშუალებით, რაც გაუადვილებს უსინათლოებს ხელსაწყოს გამოყენების შესაძლებლობას.

 

ორგანიზაციამ, ასევე საჩუქრად მიიღო ორი კომპიუტერი სრული აღჭურვილობით. უსინათლოთა საზოგადოების თავმჯდომარის თქმით მსგავსი სამედიცინო ხელსაწყოებისა და კომპიუტერული ტექნიკის გადაცემა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ადაპტირებული გარემო ჰქონდეთ და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი.

სხვა ახალი ამბები: