ზვიად გამსახურდიას მანქანა აზერბაიჯანში იყიდება

0

10922262_842333995812487_2103091068_nმანქანების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე: myauto. Ge 2015 წლის 1 იანვარს მსუბუქი ავტომობილის MERCEDES-BENZ-ის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ავტომანქანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანაა და იგი 32 000 დოლარად არის შეფასებული.

ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს წევრის ნემო ბურჭულაძის განცხადებით, ლურჯი ფერის „მერსედესი“ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, მართლაც  ემსახურებოდა, თუმცა აღნიშნული ავტომობილი მაშინ  სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა.

„ბატონ ზვიადს ჰყავდა MERCEDES-BENZ-ის ავტომობილი, რომელიც სახელმწიფოსი იყო და პრეზიდენტობის პერიოდში მას ემსახურებოდა. მაგრამ უშუალოდ ზვიადის მანქანა არ ყოფილა. ალბათ, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ხან ვის ჰყავდა და ხან ვის,- ამაზე არაფერი არ გამიგია. დაჯავშნული მანქანა იყო, კი, ნამდვილად ჰყავდა პრეზიდენტს. ეს მანქანა ზვიადს 1991 წლებში ემსახურებოდა. როდესაც ჩვენ გაგვაძევეს, ის სახელმწიფოს დარჩა. შემდეგ ამბობდნენ, რომ თბილისში ამ მანქანით ვიღაცა დადიოდა და ჭორები ვრცელდებოდა“, – აცხადებს ნემო ბურჭულაძე.

სხვა ახალი ამბები: