“ზონა”-ს შოუ “რუსთავი2”-სთვის? – ვინ არის ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი?

0

111სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ზე გასულ რეპორტაჟს იმის შესახებ, რომ თითქოს ფოთის თეატრში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დოკუმენტური ფილმის სანახავად სკოლის მოსწავლეები ძალის გამოყენებით მიიყვანა სიმართლეს არ შეეფერება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ერთ-ერთმა “მოქალაქე ჟურნალისტმა” პროექტის ფარგლებში ფოტომასალა გამოაგზავნა. ფოტოზე ასახულია ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ს ინტერვიუ მისცა. ყარალაშვილის განცხადებით ის ფოთის თეატრში დოკუმენტური ფილმის სანახავად მოტყუებით მიიყვანეს.

222333444beqqavaJaavajaaaa“მოქალაქე ჟურნალისტის” მიერ გამოგზავნილი მასალების თანახმად ბექა(ვაჟა) ყარალაშვილი სინამდვილეში “თავისუფალი ზონის” წევრია, რომელმაც “რუსთავი2”-ის “შოუში” “ზონის” დავალებით მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად საინფორმაციო სააგენტო smo.ge აქვეყნებს იმ ფოტოებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ფოთიდან მიიღო.

ცნობისათვის, ბექა (ვაჟა) ყარალაშვილი ფოთის მერვე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. აღნიშნულის სკოლის დირექციის განცხადებით მათ სკოლიდან ფოთის თეატრში იძულებითა და მოტყუებით არავინ წაუყვანიათ.

p.s: “თავისუფალი ზონის ლიდერმა კობა ხაბაზმა უარყო ბექა ყარალაშვილის “ზონის წევრობა” თუმცა smo.ge-მ ის ფოტომასალაც მოიპოვა, სადაც ყარალაშვილი სწორედ “ზონის” დავალებით იღებდა ვიდეოკამერით ხელში აღნიშნულ შეხვედრას.

მოგვიანებით კი აჟიტიირებულ ტემაზე კომენტარი საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო ბოლო არ ვიცი ვის რა კადრები აჩვენეს მაგრამ რომც ეჩვენებიათ “ის” ციხის კადრები ამაში ტრაგიკულს და ბოდიშის მოსახდელ მიზეზს ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ…. გაგახსენებთ რომ ევროპის სკოლებიდან ჩაჰყავთ ბავშვები აუშვიცის, ბუხენვალდის, რავენსბრუკის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში და არა მხოლოდ ათვალიერებენ მათ, არამედ ფოტო მასალას და ფილმებს ეცნობიან სწორედ იმისთვის რომ მეხსიერებაში ჩაიბეჭდოს … იგივე ხდება როცა ტურისტად ჩადიხარ იზრაელში და დიდი პატარა აუცილებლად უნდა მიგიყვანონ ” იად ვაშემის” მემორიალთან და იქ მოთავსებულ უმძიმეს გამოფენას გათვალიერებენ!.. ან კიდევ სომხეთში ჩასული როცა გენოციდის მუზეუმს ეწვევა ადამიანი თუ ახალგაზრდა , რა მნიშვნელობა აქვს .. ეს არის დღევანდელი მსოფლიო სადაც არც ბავშვებს არ უფრთხილდებიან თუ კი გვესმის რა ხდება სირიაში … ამიტომ ყველა უცხოეთის ტელევიზიები ხშირად იმეორებენ იმ ძალიან მძიმე კადრებს ამ ტრაგედიების ამსახველს სწორედ იმისათვის რომ ახალგაზრდებს არ დაავიწყდეთ ბარბაროსობა და მასთან ბრძოლის აუცილებლობა… ჩვენ რა ნაზები და რა მორალისტები გავხდით უცებ, რომ გვირჩევნია ემოცია არ გამოიწვიოს ბავშვში, ავაცილოთ მას ეს განცდები, და ავარიდოთ საერთოდ ჩვენ ქვეყნის რეალობას… როცა სულ ორიოდე წლისწინ თვითონ შეიძლებოდა კადრების მაყურებელი კი არა სხვერპლიც გამხდარიყო ან თვითონ ან მამა თუ ძმა….”- წერს ზურაბიშვილი.

სხვა ახალი ამბები: