ზოოპარკის დირექტორი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

0

cms-image-000036968თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. სავარაუდოდ ის დღეს მომხდარ ინციდენტზეა დაბარებული, თუმცა თავად გურიელიძე პრესისთვიის კომენტარებს არ აკეთებს.

პროკურატურაში დაბარებამდე კი მან მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის შესახებ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.

“ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვაცნობიერებთ ამ შემთხვევას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა”-განაცხადა გურიელიძემ.