ზუგდიდელები საქართველოს პარლამენტს ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვას სთხოვენ

0

homofobia17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენათა გამო საზოგადოება “ზუგდიდელის” ინიციატივითა თითქმის ყველა სფეროსა და სტრუქტურის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ. მათ თავიანთი დამოკიდებულება და პირადი აზრი გამოხატეს გეი-აღლუმებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებით. ზუგდიდში საზოგადოება “ზუგდიდელის” თავმჯდომარის მოადგილის მურმან ნაჭყებიას პათოსს ბევრმა მხარი დაუჭირა. ზუგდიდელები ემიჯნებიან ლგბტ-ს, ამასთან ერთად მათთვის მიუღებელია მათი უზნეო ქმედებები თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ყოველგვარი სისაძაგლე ძალადობის გარეშე უნდა იქნას თავიდან აცილებული. ერთად შეკრებილმა ზუგდიდელებმა პარლამენტს სპეციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც სთხოვენ, რომ ოფიციალურად იქნას მიღებული კანონი, რომელიც ლგბტ-ს პროპაგანდას აკრძალავს.

მურმან ნაჭყებია:

-ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ ზუგდიდშიც იგეგმებოდა გეიაღლუმის ჩატარება. ეს არ უნდა დავუშვათ არანაირად. ჰქონდეთ მათ თავიანთი ადგილი, არ ჩავერევით მათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა ჩაატარონ გეიაღლუმები ცენტრალურ ქუჩებსა და პროსპექტებზე. გონიერებამ უნდა გაიმარჯვოს დეფორმირებულ აზროვნებაზე.

რევაზ ცაავასაზოგადოება “ზუგდიდელის” წარმომადგენელი:

-ვთხოვთ მთავრობას, გამოიკვლიოს, თუ ვინ დაგეგმა ყოველივე და, თუ ეს ამერიკამ დაგეგმა და ასე უნდა ამერიკას, არც ამერიკა მინდა, არც ნატო და არც ევროკავშირი. ღმერთმა ნუ ქნას, ის, რაც თბილისში მოხდა, მოხდეს ზუგდიდში. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ქადაგებენ ასეთ აღვირახსნილობას, უნდა მოიკვეთონ სამსახურებიდან.

კოტე ჭილაიაზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი:

– ჩვენ ტრადიციების ერი ვართ და ვალდებულნი ვართ, მოვუაროთ ამ ტრადიციებს. მთავარია, სწორად აღვზარდოთ ჩვენი ახალგაზრდობა, ოჯახებმა უნდა გააკონტროლონ  თავიანთი შვილების ქმედებები. და ამის შემდეგ ლგბტ-ს საქართველოში დასაყრდენი არ ექნება.

ზამირა ღადუა, “სახალხო კრების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

-მე, როგორც დედა და როგორც პედაგოგი, ვემიჯნები ამ პროცესს. ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ძალადობა, ხომ გაიმართებოდა გეიაღლუმი? ვთვლი, რომ უნდა გადაიხედოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციები, რომლებმაც ასეთი საქმიანობა შემოსავლის წყარო გაიხადეს. მოვთხოვოთ მთავრობას, პარლამენტს, აკრძალოს ლგბტ-ს ლეგალიზება.

როლანდ მაქაცარიაზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

-ეს როგორ გაიფიქრეს, რომ ზუგდიდში ჰომოსექსუალებმა აღლუმი გამართონ. ვაფრთხილებ მათ, _ თუ ასეთი რამის მცდელობა იქნება, მარტო ჩვენ, სპორტსმენებს და სპორტის ვეტერანებს, ისინი ცოცხლები ვერ გადაგვირჩებიან, ამიტომაც აუცილებელია, ჩვენმა ხელისუფლებამ აღკვეთოს ამ სისაძაგლის პროპაგანდა.

ბონდო ჯიქიაყოფილი გუბერნატორი:

-ეს ავადმყოფობა მოდის შორიდან და ჩვენთანაც გაიდგა ფესვები, ამიტომაც შევადგინეთ დოკუმენტი და მივმართეთ პარლამენტს ლგბტ-ს  აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს კანონი ადვილი მისაღები არ არის.

ვახტანგ კუკავაექიმი:

– ვინც დასნეულებულია ამ სენით, ჩვენ მათ ვერ შევაცვლევინებთ ორიენტაციას. ჩვენ ამ ცოდვილებს, ავადმყოფებს კი არა, მოვლენას უნდა ვებრძოლოთ. ყოველივე, რაც თბილისში მოხდა, იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ხალხიც ამ პროვოკაციას წამოეგო.

მამა მალხაზ ჭანტურიაზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი:

-ჰომოსექსუალიზმი უმძიმესი ცოდვაა. მანამდე ეს იყო ავადმყოფობა. დღეს რატომღაც მათ ეუბნებიან, თქვენ ავადმყოფები კი არ ხართ, არამედ საზოგადოების სრულყოფილი წევრებიო. არადა, ეს ტრაგედიაა, როცა ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად არ მიიჩნევენ. ეკლესიაშიც მოდიან ასეთი ადამიანები და იკურნებიან კიდეც. ეკლესიას აქვს ამის ძალა. რატომღაც აბორტები ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ამათი უფლებების შელახვა. შევაწუხოთ ჩვენი მთავრობა და მოვთხოვოთ მათი ლეგალიზების აკრძალვა კანონისძალით.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. მასში აღნიშნულია, რომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს  ლგბტ-ს  პროპაგანდას.

“სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავიანთი შეკრების ადგილი, აკეთონ იქ, რაც უნდათ. არ ჩავერევით მათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ მანიფესტაციებს და აღლუმებს ჩვენი ქვეყნის ქალაქების ქუჩებსა და უბნებში ნუ მოაწყობენ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიის უგულებელყოფა, ამასთანავე, ნორმალურად  მოაზროვნე ადამიანის გრძნობებზე დამამცირებელი თამაში, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მოიტანს დადებით შედეგს ქვეყნის ცხოვრებაში”, _ ნათქვამია რეზოლუციაში.

სხვა ახალი ამბები: