ზუგდიდელებს 26 მაისი ქართულმა ჯგუფმა “მგზავრებმა” მიულოცა

0

11357070_673457729454084_3040114109801248297_oსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდელებს ქართულმა ჯგუფმა “მგზავრებმა მიულოცეს. ჯგუფის წევრები ზუგდიდელი თაყვანისმცემლების წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგნენ. მათ მიერ შესრულებული იყო როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები.

26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ ქაალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ჯგუფ “მგზავრების” კონცერტის დასწრების მსურველთა ტრანსპორტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.