ზუგდიდელი ბიზნესმენები და მეწარმეები ხვალ თბილისში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნიან

0

tvirtiiiiხვალ ზუგდიდიდან კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. როგორც რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აცნობეს, ხვალ, დილის საათებიდან ადგილობრივი ბიზნესმენები და მცირე მეწარმეები რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საოჯახო ნივთებს, პროდუქტს და ტანისამოსს გაუგზავნიან დაზარალებულებს.

ბიზნესმენები და მეწარმეები დილის 9.00 საათიდან ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. ამ დროიდან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთხელ გაემართებიან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები.