ზუგდიდელი მედიკოსებისთვის ტრენინგები ჩატარდა

0

10998705_1076404292385560_1446906522_o„ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ორგანიზებით, ანაკლიაში სასტუმრო „Palm beach”ის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქ ზუგდიდის ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენელმა ორმოცდაათმა მედიკოსმა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების, ხველის, კანის ალერგიული დაავადებების თემაზე ტრენინგი გაიარა. სემინარებს უძღვებოდნენ: კახა ვაჭარაძე- მედიცინის მეცნირებათა დოქტორი, თსსუ-ს ფთიზიატრიის დეპარტამენტი ასოცირებული პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოიაციის ვიცე-პრეზიდენტი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეროვნული ლაურეატი მედიცინაში, „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ პულმონოლოგიური    ასოციაციისპრეზიდენტი.11033360_1076404379052218_2081578644_o11045811_1076404372385552_1776440135_o11034860_1076404302385559_1535204423_oმარიამ ბეზარაშვილი- მედიცინის მეცნირებათა დოქტორი ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში, ასოცირებული პროფესორი, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Clubs International”-ის აჭარის რეგიონალური ხელმძღვანელი,, აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

ტრენინგს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კობა ჯიქია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსი, თამარ სოსელია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.