ზუგდიდელი მეწარმეები სტიქიით დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდიან (ვიდეო)

0

zugdideli mewarmeebis daxmarebaზუგდიდიდან კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. დილის საათებიდან ადგილობრივმა მეწარმეებმა რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გაუგზავნეს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს.

ზუგდიდელი მეწარმეები დილის 9.00 საათიდან ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ამ დროიდან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით საკვებითა და პირველი მოხმარების ნივთებით დატვირთული ერთი მანქანა გავიდა. მეორე მანქანა ზუგდიდიდან დღესვე, 17.00 საათზე გავა. გარდა ამისა ზუგდიდელმა მეწარმეებმა დაზარალებული ოჯახებისთვის თანხაც მოაგროვეს, რომელსაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავენ. მეწარმეებთა ნილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიაც მივიდა.

სხვა ახალი ამბები: