ზუგდიდელი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ

0
995546_386827174783809_1194744277_n2013 წლის 11–13 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდელი სამბისტები – ირაკლი გოგია (81კგ. წონითი კატეგორია) და ჯონი ჭითანავა (87 კგ. წონითი კატეგორია), რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
გამარჯვებულ სპორტსმენებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიზო სართანია შეხვდა. მიღწეული წარმატებებისთვის ზუგდიდელ სპორტსმენები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500– 500 ლარით დააჯილდოვა.

სხვა ახალი ამბები: