ზუგდიდელმა კომპოზიტორმა მარიკა თხელიძესთან დუეტი ჩაწერა

2

227414_353761591382709_460815272_nზუგდიდელმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა კობა მესხიამ ერთობლივი დუეტი ჩაწერა  მომღერალ მარიკა თხელიძესთან, რომელსაც მალე მსმენელის წინაშე წარადგენენ. როგორც კობამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, სიმღერა ერთი პატარა სიყვარულის ისტორიაზეა. სიმღერის სახელწოდებაა “მე შენ და თბილისი” რომლის ავტორიც თავად კობა მესხიაა.

“მე და მარიკამ უკვე დავასრულეთ ამ დუეტის ჩაწერა და მალე ფართო აუდიტორია ნახავს ახალი სიმღერის დაბადებას ერთ-ერთი არხის რეიტინგულ გადაცემაში, ხოლო სანამ ტელეეკრანებიდან ამას შეიტყობთ, სიმღერის პრემიერა რადიო “ფორტუნაში” შედგება.”-განაცხადა კობა მესხიამ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ახალგაზრდა კომპოზიტორმა კიდევ ერთი დუუეტის ჩაწერაზე გაუმხილა უახლესი ამბავი. ის რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ლამაზ სიმღერას ჩაწერს “ჯეოსტარის” ვარსკვლავთან ნინი წიკლაურთან. სიმღერის თემა ისევ სიყვარულია, თუმცა ოდნავ უფრო განსხვავებული ფორმით, ვიდრე ეს იყო მარიკასთან.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ კობა მესხიას მიერ ადრე შექმნილი სიმღერების კრებულს, რათა წარმოდგენა შეგიქმნათ ახალგაზრდა კომპოზიტორზე.

https://soundcloud.com/jackob78

სხვა ახალი ამბები: