ზუგდიდზე ახალი წიგნი ”ზუგდიდის მატიანე” გამოიცემა

0
1001550_352538108212716_1113678593_n”ზუგდიდის მატიანე”, ამ სახელწოდების ისტორიულ-გეოგრაფიული,პოლიტიკური და ეკნომიკური შინაარსის ახალი წიგნის დეტალები გუშინ პროფესორმა ნოდარ ჭითანავამ საზოგადოება „ზუგდიდელში“ ისტორიკოსების თანდასწრებით განიხილა.
ახალი წიგნი რომელიც ზუგდიდზე უნდა დაიწეროს მოიცავს პერიოდს მისი დაარსებიდან დღემდე. ისორიკოსებმა დეტალურად განიხილეს ზუგდიდისა და მისი სამრეწველო,ეკონომიკური და გეო-პოლიტიკური ასპექტები.ზუგდიდის ისტორიის ქრონიკები კი წიგნში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული დეტალებით იქნება გამყარებული. ნოდარ ჭითანავას განცხადებით წიგნს 200-მდე ავტორი ეყოლება.

წიგნის დეტალურ განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შესრულებელი მერაბ ქვარაია ესწრებოდა.

სხვა ახალი ამბები: