ზუგდიდიდან ჩასული „ოცნების“ აქტივისტები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

3

763DC617-2D98-4BDE-925B-B146834D8DD1_mw1024_n_sზუგდიდიდან თბილისისკენ ქართული ოცნების ის აქტივისტები აპირებენ გამგზავრებას, რომლებიც თვლიან, რომ მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა სამეგრელოში არაფერი შეცვლილა. ზუგდიდიდან თბილისში ჩასული „ქართული ოცნების“ აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერი ლალი ანთია ესაუბრა.

„ის რაც სამეგრელოში ხდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ჩვენ ვითხოვთ პრემიერთან პირისპირ შეხვედრას და მასთან ღია საუბარს იმის შესახებ თუ რა ხდება სამეგრელოში. აქ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერები ბოგინობენ. ის 33 პროცენტი, რომელმაც სამეგრელოში ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს 33 პროცენტი ითხოვს პრემიერის მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერაში არ იგულისხმება არც ფინანსური და არც სოციალური, არამედ მხოლოდ მორალური.

საქართველოში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან პარპაშს. სამეგრელოში კი ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ყველა უწყება ისევ ამათ ხელშია. თუ ისევ ასე გაგრძელდა და ამ მხრივ არაფერი შეიცვალა, მომავალ არჩევნებზე იმ 33 პროცენტსაც ვერ მივიღებთ სამეგრელოში,რადგან ის ადამიანები ისევ რჩებიან საჯარო სამსახურებში, ვინც პასპორტებს და პირადობის მოწმობებს აყალბებდა და ამით კი ძირითადად ყალბდებოდა ყველა არჩევნები სამეგრელოში. ჩვენ გვჭირდება სწორი მიმართულება და გვაინტერესებს ვისგან უნდა მივიღოთ ეს მიმართულება.

„ნაციონალები“ მაისში რევანშით გვემუქრებიან და „ოცნების“ ზოგიერთ წევრებს ხელშეუხებლობის გარანტიებსაც კი აძლევენ.  ამ საკითხებზე გვინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილათან საუბარი და იმის გაპროტესტება, რაც სამეგრელოში დღემდე ხდება.“-განაცხადა ლალი ანთიამ.

სხვა ახალი ამბები: