ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0

qvaraiaზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივმა საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეულები იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე რიგითი ზუგდიდელები.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, მერაბ ქავარიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასა და მის სახელისუფლებო მოწყობაში ყველა ზუგდიდელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. მან დეცენტრალიზაციის პროცესის ძლიერ მხარეებზე გაამხვილა ყურადღება და რამდენიმე კომპონენტი ჩამოთვალა.

“პრაქტიკულად იგეგმება ყველა დონის ადგილობრივი თვითმმართველობა. წორედ ამ კონტექსში მოხდა დღეს შეკრება ზუგდიდის დემოკრატიული განვითარების ცენტრში. სწორედ ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია, ანუ გახდეს თუ არა ზუგდიდი ქალაქი და ჰყავდეს თუ არა ზუგდიდს არჩევითი თვითმმართველი ხელისუფლება. საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან არის ერთგვაროვანი. აუცილებელია საქართველოში იყოს ყველა დონის ადგილობრივი თვითმმართველობა, სოფლის, თემის, დაბის დაქალაქის დონეზე.აბსოლიტურად მისასალმებელია ხელისუფლების ძალისხმევა და მიმართულება, რადგან ყველა ნაბიჯი იდგმევა სწორედ ამ მიმართულებით რაც არის სწორედ დემოკრატიული განვითარების აუცილებელი თანმდევი პროცესი.”-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა მერაბ ქვარაიამ.

ქალაქის მუნიციპალური პოლიციის შექმნა, ქალაქის ბიუჯეტის ფორმირება,მართვა და გამჭვირვალეობა, ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი ქონების ეფექტური მართვა და ადმინისტრაციული ხელისუფლების დონეზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება.მერაბ ქვარაიას განცხადებით სწორედ ეს არის დეცენტრალიზაციის ძირითადი კომპონენტები და ძლერი მხარეები.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, „ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ განაცხდა, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა სტატუსის მინიჭებაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ დამატებით რა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიანიჭებს რეფორმა ქალაქს.

შეხვედრის დასასრულს ზუგდიდისთვის ქალაქის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერების შეგროვება დღეიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: