ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო

0

10527255_524230657710126_4046407521516490031_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძესა და დავით ჯიქიას საფლავები გვირგვინით შეამკეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა აგვისტოს ომში დაღუპულ დავით ჯიქიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში სოფელ რიყესა და მის მიმდებარე სოფლის უბნებს შორის.

ფინალში ერთმანეთს „ძალოსნები”-სა და „ჯალაღონიები“–ს გუნდები შეხვდნენ. პირველი ადგილი „ძალოსნებს“ ხვდათ წილად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარჯვებულ გუნდს ფასიანი საჩუქრები გადასცა.

სხვა ახალი ამბები: