ზუგდიდის არჩეული გამგებელი ედიშერ თოლორაია პირველ კომენტარს აკეთებს

0

10300296_303288579840720_1318859408287130526_n“ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის გამარჯვებული კანდიდატი ედიშერ თოლორაია 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით კმაყოფილია და მას დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს უწოდებს. თოლორაიას განცხადებით, ის ზუგდიდში უკეთეს შედეგებს ელოდა, თუმცა ამითაც კმაყოფილია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და მათ უკეთეს მომავალს ჰპირდება.

“უკეთეს შედეგებს ველოდი, თუმცა მე ამითაც კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია ეს იყო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, სადაც თითოეულმა მოქალაქემ, ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინების გარეშე შეძლო საკუთარი არჩევანის გაკეთება. მე მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასეთი მხარდაჭერისთვის. მე მათ მხარდაჭერას ისევ და ისევ მათ საკეთილდღეოდ გამოვიყენებ. სიტყვას ვდებ, რომ ყველა ის შეპირება, რაც ზუგდიდელებს არჩევნებამდე მივეცი, მე და ჩემი გუნდი შევასრულებთ. იმ დღიდან, როდესაც მე შევუდგები მუშაობას ახალი გამგებლის რანგში, ყველაფერს გავაკკეთებ, რომ მოსახლეობის ყველა ინტერესი დავიცვა და ყველანაირად მხარში ამოვუდგე. ზუგდიდში ახალი ერა დაიწყება, აღმშენებლობის და სახალხო დემოკრატიის. ჩვენ ხალხის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას სისრულეში მოვიყვანთ”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: