ზუგდიდის ახალგაზრდულმა საკრებულომ თავმჯდომარე და კომისიები აირჩია

0

11150463_424368767741083_8330777726400808787_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოში თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიები აირჩიეს, ასევე დაკომპლექტდა საკრებულოს აპარატი. საკრებულოს თავმჯდომარეობის 8 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. რომლებმაც წარადგინეს გეგმა-პროექტი.

საკრებულოს თვამჯდომარეობისა და თემატური კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე წარდგენის უფლება ჰქონდათ საკებულოს დეპუტატებს,ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსობის კანიდატურაზე კი პროექტის მონაწილეებს.

10941416_424368827741077_1849723442610463946_n11178227_424368787741081_5817567188786036873_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თვამჯდომარედ ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა ანაკლიის საჯარო სკოლის მოსწავლე მიხა ყორშია , მის მოადგილედ კი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხვიტია.

თემატური კომისიების თავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ:
1.ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის დაგეგმარების კომისის თავმჯდომარე – მარიამ მარღია
2.სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისის თავმჯდომარე – დიტო ხუბულავა.
3.საკრებულს კულტურის,სპორტის,განათლების,ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – ნინო ხუციშვილი.
4.საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე- დემეტერე აკობია,
5.საკრებულოს იურიდიულ ,სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე -რომეო გოგია.

საკრებულოს აპარატის უფროსად კი არჩეულ იქნა თეკლა ფაცურია

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“. საკრებულოები 45 ახალგაზრდით დაკომპლექტდა, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ