ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

0

garevachrobaზუგდიდში გარევაჭრობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქცია ზუგდიდის საბითუმო ბაზრის მოვაჭრეებმა გამართეს და ბაზარში შესასვლელი გზა დახლებით ჩახერგეს.

ზუგდიდის საბითუმო ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარევაჭრობის გამო, მათთან მომხმარებელი არ შედის და ზარალდებიან.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ ზომების მიღება მოვაჭრეებს არ მოუხდებათ, რადგან უახლოეს დღეებში პრობლემის მოგვარებას და გარევაჭრობის აკრძალვას გეგმავენ.

სხვა ახალი ამბები: