ზუგდიდის ბაზარში გასაყიდად დღეს ხორცი არ შეუტანიათ

1

bazariდღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბაძარში გასაყიდად ხორცი არ შეუტანიათ,რადგან დილიდან ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ საქონელი უნდა დაკლან სასაკლაოზე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ბაზარში შეტანის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ საქონელი და ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. შემდეგ ისინი დაკლულ საქონელს ლაბორატორიულად ამოწმებენ, რაც ისევ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სასაკლაოზე საქონლის დაკვლა ხარჯებს 50% გააძვირებს და ხორცის ფასიც შესაბამისად გაძვირდება.

მოვაჭრეები საქონლის დაკვლას ისევ ძველი წესით ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ, თანაც პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ზუგდიდის ბაზარში ამ სფეროში სულ 30 ადამიანია დასაქმებული.

სხვა ახალი ამბები: