ზუგდიდის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა

0

Zugdidi49ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 217 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას განმარტებით,  აღნიშნული თანხა  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება: ქალაქ ზუგდიდის მე-10  საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – 146, 7 ათასი ლარი; გარეგანათების მოწყობა – 237, 3 ათასი ლარი; ყინულის სასახლის მშენებლობის დასრულება – 914, 4 ათასი ლარი; რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა – 129, 7 ათასი ლარი; სანიაღვრე და წყალსაწრეტი მოწყობილობის მოწესრიგება.

ბიუჯეტში შევიდა შიდა ცვლილება. კერძოდ, შემცირდა მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული და ასევე აიპიების  ხარჯები. მათ შორის საკრებულოს ხარჯები 24, 1 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო მერიის 228, 8 ათასი ლარით.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე გაიზარდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება: გზების რეაბილიტაცია – შეკეთება – 100 ათასი ლარი;  სპორტული მოედნის მშენებლობა – 85 ათასი ლარი;  უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია – 100 ათასი ლარი; აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 19 მილიონ 859, 8 ათასი ლარით განისაზღვრა.

სხვა ახალი ამბები: