ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება (ფოტო)

0

17647_423556024482978_8595638976585954578_nსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიაწოდეს.

ბოტანიკური ბაღისა და ნიკო დადიანისეული სასახლის რეაბილიტაცია წელსვე, ზაფხულში დაიწყება. ბოტანიკური ბაღის სარეკონსტრუქციო ესკიზები დღეს პრემიერს ზუგდიდში წარუდგინეს.

11009973_423556051149642_4294605016380197263_n11202573_423556077816306_7886380079757919894_n11390338_423556131149634_415938428843307672_n11391219_423555964482984_7895833963067900924_n11391648_423556011149646_9154466115277339587_n11393023_423556061149641_6306224921209790751_nშეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რეზიდენციების კომპლექსში დიდ ფართობზე გაშენებული ბოტანიკური ბაღიც შედიოდა, რომელიც იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, იოსებ ბაბინის მიერ იყო დაპროექტებული. მასში ორანჟერეა, ლაბირინთი, სანერგე, სათბური და ხელოვნური ტბა შედიოდა. ბაღი სავსე იყო მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეებით, მათ შორის აღსანიშნავია უმშვენიერესი ვარდების კოლექცია. 1840 წელს, ბაღის გაშენებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ამ ბაღმა პირველი ადგილი დაიკავა კონკურსში, რომელიც რუსეთის იმპერიის საუკეთესო პარკის გამოსავლენად გაიმართა.

დავით დადიანმა ბოტანიკური ბაღი თავისი მეუღლის, ეკატერინესათვის ააშენებინა, რომელიც დაგეგმვის ყველა ასპექტს თავად ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც უკან დახევისას თურქების არმიამ ბაღი ვანდალურად გაანადგურა, უაღრესად დამწუხრებულმა ეკატერინემ თავის მრჩეველს, პლატონ იოსელიანს წერილი მისწერა:

„ზუგდიდი აღარ არსებობს. ბაღის მიდამო, – თექვსმეტი წლის შრომის ნაყოფი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ კავკასიის ამ რეგიონში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც კი, – მტერმა მთლიანად მიწასთან გაასწორა. ხილი, ყვავილები, უცხოეთიდან ჩამოტანილი მცენარეები განადგურებულია; ზოგიერთი თან წაიღეს, ზოგიერთი კი მოჭრეს“.

დღეისათვის მცენარეები გაველურებული და გადაბერებულია, ხოლო კედლები სიძველისაგან იფშვნება, მაგრამ მაინც შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ის დიდებულება და სიმშვიდით აღბეჭდილი სილამაზე, რაც ამ ბაღს იმხანად გააჩნდა. მის გარშემო მდებარე ტერიტორიას კვლავ ამკობს ხეები, რომლებიც თავის დროზე ინდოეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოიტანეს.

სხვა ახალი ამბები: