ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში წყალგაყვანილობის სისტემის აღდგენაში 92.000 ლარი დაიხარჯა

0

10847554_906342579387277_2221475816931558348_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად,600 მეტრიან მინაკვეთზე გამოიცვალა წყალგამტარი მილები,რის შედეგადაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების სისტემის სრული აღდგენა.

ამ სამუშაოების პარალელურად, ქალაქის ცენტრალური ბულვარის მთელს პერიმეტრზე წყალგამტარი სისტემის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები გეგმიურ ვადაში, სამ თვეში დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მოცემული საქმიანობისათვის 92.000 ლარი დაიხარჯა.