ზუგდიდის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

0

11060029_661657227300801_4177433879121463329_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ შეხვედრები სოფელ შამადელასა და აბასათუმნის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრის მიზანი სოფლის პრობლემურ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებების მოსმენა იყო. შამადელას მოსახლეობამ ყოფით პრობლემებში შიდა გზების მოხრეშვა, სანიაღვრე არხების ამოწმენდა, სოფლის აბონენტების გამრიცხველიანება, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, შამადელაში უკვე არსებული ჭაბურღილიდან მოსახლეობის წყლით მომარაგება – დაქსელვა მოითხოვა.

11100012_661657073967483_5034170322210333655_o11157370_661657393967451_1121365412226015253_o11182758_661657327300791_1465092726120472583_oადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა. შამადელას მოსახლეობა სოფლისთვის ზემო ნარაზენის დარქმევას ითხოვს.
აბასთუმნის ტერიტორიულ ერთეულში კი მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგებას, საბავშვო ბაღში ერთი ოთახის კეთილმოწყობას, არსებული ბიბლიოთეკის შენობაში იატაკის დაგებას, მენჯის უბანში შიდა გზების მოხრეშვას, წყალსაწრეტი არხების ამოწმენდას და ჭალეს უბანში საყანე ფართობის შემოკავებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება უკვე მიმდინარეობს და ეტაპობრივად გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: