ზუგდიდის გამგებელი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე საუბრობს

0

10547649_523583854441473_7648932359921067508_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი მიზანი არასამთავრობო სექტორთან ურთიერთანამშრომლობის გაგრძელება იყო.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამგებელთან ერთი ფანჯრის პრინციპით დანერგილი შეხვედრის ჩატარის დეტალებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ზუგდიდის რაიოინში მცხოვრები საოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემები და მათი მოგვარების შესაძლო გზები განიხილეს.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აქრასამთავრობო სექტორთან და ერთობლივად განვიხილავთ ამა თუ იმ პრობლემას. ვსახავთ პრობლემების მოგვარებ ის გზებს. ერთ-ერთი ასეთი სახის შეხვედრა დღეს გვქონდა გამგეობაში, რომელიც ისევ გაგრძელდება და ამას ექნება სისტემატიური ხასიათი. საჭიროდ ვთვლი, რომ სამთავრობო გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ისევ და ისევ ხალხის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი.

 

სხვა ახალი ამბები: