ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია შვებულებაში გავიდა

0

1832_404327202995925_502689379_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაიამ შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ დაწერა. ერთი თვის განმავლობაში საშვებულებო დროს ის წინასაარჩევნო კამპანიას დაუთმობს. მის მოვალეობას  კი ერთი თვის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია შეასრულებს.

ცნობისათვის, ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” დაასახელს. ოფიციალური წარდგენა 18 მაისს, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზეა დაგეგმილი. ედიშერ თოლორაიას ზუგდიდში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.

სხვა ახალი ამბები: