ზუგდიდის გამგებელი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

0

10712549_566891736777351_1879236211700263328_oევროკავშირის მისიის ზუგდიდის წარმომადგენლობა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას სტუმრობდა. შეხვედრის მიზანი ურთიერთანამშრომლობა და გაცნობა იყო. გაბრიელ ვონ ჰორნი დაინტერესდა ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის სტრუქტურული მოწყობით რაზეც დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ედიშერ თოლორაიასგან მიიღო.

მისიის ხელმძრვანელმა ითხოვა პროექტებისა და იმ პრობლემების ნუსხა რაშიც მათ ევროკავშირის დახმარება სჭირდებათ. მუნიციპალიტეტის გამგებლმა ის პროექტები გააცნო რაც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირიტადი პროიორტეტია. მისივე განმარტებით დახმარებას საჭიროებს შემდეგ პროექტებში, გზის რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კეთილმოწყობა, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სკოლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

როგორც ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: