ზუგდიდის გამგებელი პოლონეთის ელჩს შეხვდა

0

10624920_528627237270468_3071158741637068093_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დღეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს ანჟეი ჩიეშკოვსკის მასპინძლობდა. პოლონეთის ელჩის ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. ჩიეშკოვსკი ახლად არჩეული გამგებლის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

ელჩმა სურვილი და მზაობა გამოთქვა რომ პოლონელ ინვესტორებს გააცნოს სამეგრელო და ზუგდიდი. მუნიციპალიტეტის გამგეობაში მზადდება წინადადებები ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების თაობაზე. შეხვედრას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხიაც ესწრებოდა.

სხვა ახალი ამბები: