ზუგდიდის გამგებელი “ყველაზე ნიჭიერის” გამოვლენის ღონისძიებას დაესწრო

0

11232131_669466736519850_7490225081086640721_oზუგდიდის მუსიკალური სკოლის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის „ყველაზე ნიჭიერი“ – ს გამოვლენის ღონისძიება დაიწყო . ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია, გამგეობის თანამშრომლები, ბულგარეთის ფესტივალის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელოვნების ცენტრ „ჰარმონია“–ს დირექტორი და საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე ესწრებოდნენ.

11114727_669466743186516_3577822530168186344_o11265511_669466893186501_3090033184146389245_o11270714_669467613186429_6898063253650192241_oსკოლამდელი აღსაზრდელები ერთმანეთს ცეკვაში, სიმღერაში, ინტელექტუალურ თამაშებში და ხატვაში შეეჯიბრებიან. საბავშვო ბაღებს შორის გამარჯვებულს, ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში არიან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ციცო თოლორაია, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია, განათლების განყოფილების უფროსი ზაზა გაბისონია, საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძე და საკრებულოს აპარატის წევრები.

გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დასახელდებიან. პრველი ადგილის მფლობელ საბავშვო ბაღს ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელს 200 ლარი და მესამე ადგილზე გასულებს 150 ლარი, ხოლო დანარჩენ ნომინაციებზე გასულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

საერთაშორისო ფესტივალი „თეთრ თოლია“–ს პრეზიდენტი დარეჯან გეფერაძეს ინფორმაციით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ციცო თორაიას თანადგომითა და წილობრივი დაფინანსებით , ზედაეწერის, დარჩლის და კახათის საბავშვო ბაღბის ნაკრები საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრებიან, რომელიც ბულგარეთში ტარდება . მორსკაპელა (ზღვის მარგალიტი) ფესტივალში მონაწილეობას სულ 12 ქვეყნის აღსაზრდელები მიიღებენ.