ზუგდიდის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ამპუტანტ ფეხბურთელებს უმასპინძლეს

0

10665924_549283938538131_5165826212347111037_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ საქართველოს ჩემპიონ ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ „ოდიშს“ მუნიციპალიტეტის გამგეობაში უმასპინძლეს. ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბმა „ოდიშ“– მა 4 თამაში ჩაატარა, საიდანაც 3 თამაშში გამარჯვება მოიპოვა და ერთი ფრედ დაასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოწინააღმდეგეთა გუნდიდან არცერთი გოლი კლუბ „ოდიში“–ს კარებში არ შესრულებულა. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასი გადაეცათ.

კლუბ „ოდიშს“ წვრთნებისთვის, სპორტული ფორმებისთვის, ახალი ყავარჯნებისთვის და საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფინანსური დახმარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია. მუნიციპალიტეტის გამგეობა ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბს ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც გაუწევს.

სხვა ახალი ამბები: