ზუგდიდის გამგებელმა თითოეულ ომის ვეტერანს 500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა

0

11082413_664720143661176_2073844896922395716_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები თაიგულებით შეამკეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შვიდ ვეტერანს წელსაც 500–500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. ასევე სიმბოლური თანხა, 200–200 ლარი მარჩენალ დაკარგულებსა და ზურგის მუშაკებს გადაეცათ.

11059738_664720146994509_3751687284483885183_o11127898_664720403661150_6078034560353074086_o11187261_664719740327883_471482649965929411_oსაქართველოს მთავრობისა და პრემიერ– მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ომის ვეტერანები, კარლო ლაგვილავა, ნიკოლოზ შარია, სერგო ბუკია და ვლადიმერ ანთია მედლებით დაჯილდოვდნენ და ომის ვეტერანის, საიუბილეო მოწმობები გადაეცათ.

დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟითა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მარათონი გაიმართა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით დღესვე მოეწყო გამწვანების აქცია მესხიას სახელობის უნივერსიტეტსა და კოსტავას ძეგლთან, სადაც ადგილობრივი თვითთმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს და ხეები დარგეს.