ზუგდიდის გამგებელმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

1523416_567005816765943_3375234636671430493_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სოფელ დიდინეძში მდინარე ჯუმზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ დიდინეძში სამაქაცარიოსა და ჭვედირის უბნებში 130 მეტრი ქვის ნაყარი გაბიონი და 70 მეტრი სიგრძის დამბა შენდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

ედიშერ თოლორაია დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მოისმინა მათი პრობლემები და მდინარე ჯუმზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხიდიც მოინახულა.

სხვა ახალი ამბები: