ზუგდიდის გამგებელმა მუნიციპალიტეტის სოფლები მოინახულა (ვიდეო Live)

0

gamgebeli soflebshiზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის სოფლები მოინახულა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება. ედიშერ თოლორაია სოფელ კახათსა და ცაიშში იმყოფებოდა, სადაც სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივების თხოვნით გათვალისწინებული პრობლემები მოგვარდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ცაიშში დასრულებული სანიაღვრე არხის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც 30.000 ლარი დაჯდა. მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხი, რომელიც წყალდიდობის დროს ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა უკვე მწყობრში ჩადგა. გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით სანიაღვრე არხის დაპროეტქბა გასულ წელს მოხდა. გაისად ამავე სოფელში სხვა პროექტების განხორციელებაც არის დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: