ზუგდიდის გამგებელმა საზოგადოებას სოფლებში განსახორციელებელი ახალი პროექტები გააცნო

0

10639444_547487758717749_1401318534091839243_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფლის წარმომადგენლებთან, გამგეობის სამახურისა და განყოფილების უფროსებთან თათბირი გამართა. გამგებელმა სოფლის წარმომადგენლებს რეგიონალური განვითარების სამინისტროში განხილული და მოწონებული პროექტები გააცნო, რომლებიც უახლოეს მომავალში, დაფინანსებისთანავე ამოქმედდება. ასეთი სახის პროექტებში რიცხვში შესულია სოფელ რიყეს ავტოსატრანსპორტო გზა, ტყაიას, ჩხორიის, ურთის, ნარაზენისა და ჭაქვინჯის ცენტრალური გზები. ავტოსაგზაო პროექტებს შორის ზუგდიდის რაიონის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებაც განიხილება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას განცხადებით ყველა სოფლის ცენტრალური ნაწილი მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა. ყველა ტერიტორიულ ერთეულს ექნება მოსწავლე–ახალგაზრდობისთვის შემეცნებითი და სპორტული წრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს დაემატა წყალკანალის განყოფილება, რომელიც ადგილზე მოაგვარებს ამ მიმართულებით პრობლემებს.

ედიშერ თოლორაიას  განცხადებით დარჩელში, ტელმანსა და სხვა სოფლებში სადაც საბავშვო ბაღების გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღების განსათავსებლად კეთილმოწყობილი შენობებს უახლოეს მომავალში დაიქირავებს.

სხვა ახალი ამბები: