ზუგდიდის გამგებელმა სოფლის რწმუნებულები მკაცრად გააფრთხილა

0

10945842_620773058055885_514973562419404983_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების უფროსებთან ერთად, დღეს სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის ბეჟან თოდუას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და სოფლის სხვა რწმუნებულები მკაცრად გაფრთხილა. თოლორაიამ აღნიშნა, რომ ის ვერ შეეგუება ტყუილს და თაღლითობას. გამგებელმა დამსწრეებს ერთმანეთის უფლებების დაცვისკენ და ერთ გუნდად მუშაობისკენ მოუწოდა.

“ტყუილებისა და აფიორის დრო დამთავრდა. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ხანაში და ახალ რეალობაში. ის რაც მოხდა არის სამარცხვინო ფაქტი. გამომდინარე აქედან მკაცრად ვაფრთილებ თითოეულ თქვენთაგანს. მსგავს ფაქტებძე, რაც თოდუას შემთხვევაში მოხდა, რეაგირება იქნება უმკაცრესი. ჩვენ ყველა კანონებს უნდა ვემორჩილებოდეთ”-განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

გამგებლის განცხადებით მთავრობის 2015 წლის დადგენილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2 მლნ. ლარი წლის პირველი ეტაპისთვის განსახორციელებელი პროექტებისთვის მიიღო. მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით კეთილმოწყობისა და დასუფთავების ცენტრისთვის სპეცტექნიკა უკვე შეძენილია და თითოეულ სოფელში ეტაპობრივად ნაგვის ურნებიც დაიდგმევა. რაც შეეხება 2015 წლის პირველი ეტაპისთვის განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე სოფელში მოხდება საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, ჭაბურღილების მოწყობა და დაქსელვა, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების, ხიდების რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღების მშენებლობა და ზუგდიდი– ანაკლიის მაგისტრალზე გარეგანათების მოწყობა.
შეხვედრის ბოლოს გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სოფლის რწმუნებულებს წარმატებები უსურვა.

სხვა ახალი ამბები: